განათლების სამინისტრო - განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში ოლიამპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მიერ ინიცირებული სამუშაო შეხვედრები ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებთან გრძელდება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან პროცესებში და იმ საკითხებზე მუშაობენ, რომლებსაც მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა მოიცავს.

ოთხსაათიანი მუშაობის შემდეგ ახალგაზრდებმა მინისტრს და განათლების ექსპერტებს პრეზენტაციები წარუდგინეს, რომელშიც გარდა პრობლემებისა, ის რეკომენდაციები წარმოაჩინეს, რაც, მათი აზრით, სწავლა/სწავლების პროცესს გააუმჯობესებს, მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებს, მეცნიერებით დააინტერესებს და ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ მომავალს.

შეხვედრის ბოლოს, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებისაგან ბევრი კარგი და დროული იდეა მოისმინა და, რომ შემდეგი შეხვედრები უკვე თითოელი ინიციატივის განხილვას და ამ იდეების სამოქმედო გეგმაში გადატანას დაეთმობა.

„მოვისმინეთ სწორი და დროული იდეები, ინიციატივები, რომლებიც განვიხილეთ და ამ იდეებსაც გადავიტანთ სამოქმედო გეგმებში. ჩვენ თქვენთან ერთად ვიწყებთ სწორი ნაბიჯების გადადგმას, თქვენთან ერთად შევქმნით საერთაშორისო დონის ქართულ მეცნიერებას“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა