პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება

2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. პენსიის ზრდას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

bpn.ge-ის ინფორმაციით, 2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან“.

როგორც ცნობილია, საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. 2017 წლის ბიუჯეტით მიმდინარე საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 1.7 მილიარდი ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო