ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს - ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი "უახლოესი ისტორიის" სიმბოლოა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირადად მისთვის სალომე ზურაბიშვილი "უახლოესი ისტორიის" სიმბოლოა.

როგორც ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველო ამ მხრივ ევროპულ არჩევანსაც ეხმაურება, ვინაიდან კანდიდატი ქალბატონია.

„ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს. ჩემთვის ეს ქალბატონი არის უახლესი ისტორიის სიმბოლო. ის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელია და დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ის ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიას ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა, ამ მხრივ ეს ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომეს გაპრეზიდენტებას ვიხილავთ. ამით ჩვენ შევეხმიანებით შორეულ ისტორიას, უახლოეს ემიგრაციასაც პატივს მივაგებთ და ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც პატივს მივაგებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა მმართველ გუნდს მაქსიმალური მობილიზაციისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალური მობილიზაციისკენ, თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ მას აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. ლომის წვლილი მის გამარჯვებაში მისი ისტორია და მოღვაწეობა იქნება, თუმცა ჩვენი დახმარებით და თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა