ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოების 27%-დან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს, 17% ნაწილდება „ნაცმოძრაობის“ ერთ ნაწილზე, 10% კი, მეორე ნაწილზე

საზოგადოების 27%-დან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს, 17% ნაწილდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილზე, 10% კი მეორე ნაწილზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის შეხვედრაზე განაცხადა.

„ის 27%, რომელიც ბოლო წლებში ჩანს, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება და ვერ გაიგო მისი ხელწერა და არ უჭერს მხარს, ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია და რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესაც ასევე ფიქსირდება, რომ 10% „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილზე მოდის, ხოლო 17% - მეორე ნაწილზე, დაახლოებით ასე იყოფა. ამის იქით მათ რესურსი არ აქვთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა