პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს მეცხრე სხდომა გაიმართა

კომერციული პალატების შექმნისა და გადახდისუუნარობის რეფორმაზე იმსჯელეს ინვესტორთა საბჭოს მეცხრე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე ხაზი გაესვა სასამართლო რეფორმის, კერძოდ, კომერციული პალატების საქმიანობის მნიშვნელობას, რაც კომერციული დავების გადაწყვეტის პროცესის მოქნილობისა და ეფექტურობის გაზრდას შეუწყობს ხელს. კანონპროექტის საზოგადოებრივი განხილვის ნაწილში ინვესტორთა საბჭო აქტიურად ჩაერთვება.

საბჭოს სხდომაზე ასევე ყურადღება დაეთმო გადახდისუუნარობის რეფორმასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, რომელიც დასასრულს უახლოვდება და აღინიშნა, რომ საბოლოო დოკუმენტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

ინვესტორთა საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების საკითხი.

გარდა ამისა, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ორგანულ კანონზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე კანონპროექტით გათვალისწინებულ აკრძალვაზე გამონაკლისების დაშვების კრიტერიუმები პოტენციური ინვესტორებისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა