აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას - ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონია თქვენც - პარლამენტში მთავარი პროკურორი უნდა მოვიდეს

ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონია თქვენც, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ. მისი თქმით, პარლამენტში უნდა მივიდეს მთავარი პროკურორი და პასუხები უნდა გასცეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე შეკითხვებს.

„ქალბატონო ეკა, თქვენ როგორც კვალიფიციურმა იურისტმა, ყველაფერი თავდაყირა დააყენეთ და მოიყვანეთ კანონი იმისთვის თუ როგორ არ გავაგრძელოთ საქმე. ბატონმა სერგი კაპანაძემ სწორედ ეს თქვა, იქნება მოვიწვიოთ პროკურორი და ვიმსჯელოთ, რა პრობლემებია, რა კითხვებია და როგორ მიდის საქმე. მე არ ვამბობ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე რაც ითქვა ყველაფერი მართალია, არის თუ არა მართალი, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, თუმცა თქვენი გამოძიება ამას არ დაადგენს. მოვა დრო და ამას დაადგენს ნამდვილი ჭეშმარიტი გამოძიება. ამის დროც მოვა. ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონია თქვენც. დრონი მეფობენ და არა მეფენი“, - მიმართა ბობოხიძემ უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა