ეკა ბესელია სერგი კაპანაძეს და აკაკი ბობოხიძეს - არ გიხდებათ, ისე იქცევით

პირველი კითხვა როდესაც რაღაცას მაყურებინებენ, მიჩნდება, ვისია, რისია, ავთენტურია, რეალურია, დადგმულია თუ რა არის? - ამის შესახებ ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ბედისწერაა, რომ ის, ვინც სასტიკი რეჟიმის ავტორები არიან, თანამედროვეობაში არიან ჩვენთან ახლოს, ამიტომ ვერ დაბრუნდება „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებაში.

„გამოძიება არის დაწყებული. დაწყებულია ფაქტზე. გამოძიების მიმდინარეობის სპეციფიკა ისეთია, რომ ცალ-ცალკე ეპოზოდებზე არ იწყება და იწყება მთლიანად ფაქტზე. ძალიან კარგად ჩანს თქვენს გამოსვლაში - ამოცანა არის გველაპარაკოთ იმ შინაარსზე, იქ რომ რაღაცები ისმის, თქვათ ვინ რა როლშია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლება იყოს დაცული. პირველი კითხვა როდესაც რაღაცას მაყურებინებენ მიჩნდება, ვისია, რისია, ავთენტურია, რეალურია, დადგმულია თუ რა არის? არ გიხდებათ, ისე იქცევით“, - მიმართა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს აკაკი ბობოხიძესა და სერგი კაპანაძეს.

მანამდე აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა.

„ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონია თქვენც“, - მიმართა უმრავლესობას აკაკი ბობოხიძემ. მისი თქმით, პარლამენტში უნდა მივიდეს მთავარი პროკურორი და პასუხები უნდა გასცეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე შეკითხვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა