გია გაჩეჩილაძე - ყველაზე აბსურდული ის გახლავთ, რომ „ომეგა ჯგუფიც“ და „იბერიაც“ ფეხქვეშ გაიდეს იმ ხალხმა, ვინც ახლა გამოდიან ამათ დამცველებად

ვთხოვ „რუსთავი 2“-ს, რომელმაც გუშინდელი აბსურდული სიუჟეტი გააკეთა, გააკეთოს სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო დაკავებული კონტრაბანდით საქართველოში 90-იან წლებში, ვინ იყო დაკავშირებული იგორ გიორგაძესთან „ეფესბეს“ აგენტთან, ვინ იყო ჩახუტებული ასლან აბაშიძესთან, რომელსაც ახლა თქვენ იცავთ და გაარკვიეთ ვისი ხაზი იყო ეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, დღეს ზაზა ოქუაშვილს იცავს ის ხალხი, რომლებმაც „ომეგა ჯგუფი“ და ტელევიზია „იბერია“ „ფეხქვეშ გაიდეს, გაანადგურეს ეს კაცი და საქართველოდან გააგდეს“.

„ემოციით ვერ გადაფარავთ იმ სისულელეს, რისი გადაფარვაც გინდათ დღეს, იმ უაზრო, სულელურ განცხადებებს, რომელიც ოქუაშვილმა გააკეთა. ყველაზე აბსურდული ის გახლავთ, რომ „ომეგა ჯგუფიც“ და ტელევიზია „იბერიაც“ ფეხქვეშ გაიდეს ამ ხალხმა, რომელიც დღეს ასე ხმამაღლა ყვირიან, გაანადგურეს, ეს კაცი ფაქტობრივად საქართველოდან გააგდეს, ახლა ესენი გამოდიან ამათ დამცველებად, როდესაც 2013 წელს ამ კაცს ჩვენ ყველაფერი დავუბრუნეთ. მაგრამ ესეც სხვა საკითხია. აქ არის ხალხი, რომელიც 90-იანი წლებიდან არიან პოლიტიკაში. მე ამ ხალხს რაღაცეებს შევახსენებ - განსაკუთრებით იგორ გიორგაძეს. ბატონო კაკო, იყავით თქვენ იმ პარლამენტში, იგორ გიორგაძე რომ იყო დაკავებული საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანით, ხომ არ იცით, ვინ იყო მისი პარტნიორი? ამიტომ, მე ვთხოვ იმ სიუჟეტის გამკეთებელს, „რუსთავი 2“-ს, რომელმაც გუშინდელი აბსურდული რაღაცა გააკეთა, გააკეთოს სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო დაკავებული კონტრაბანდით საქართველოში და ვინ იყო დაკავშირებული იგორ გიორგაძესთან FCB-ს აგენტთან, სიგარეტის ბიზნესთან დაკავშირებით საქართველოში, ვინ იყო ჩახუტებული ასლან აბაშიძესთან, რომელსაც ახლა თქვენ იცავთ და გაარკვიეთ ვისი ხაზი იყო ეს. გუშინდელ განცხადებას სპეციალურად ვუყურე ბოლომდე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ეს რა ხაზია, ვინ არის გრიგოლ ვაშაძე, რატომ გამოდიან ასეთი ადამიანები ოქუაშვილის დასაცავად, ეს კიდევ სხვა შესასწავლი საკითხია და თქვენ კიდევ როგორ მონაწილეობთ ამ ყველაფერში“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

„იგორ გიორგაძის პარტნიორი თქვენ და თქვენი შევარდნაძე იყო. იმედია, იმას არ იტყვით, რომ მე ვიყავი მისი პარტნიორი“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ გია გაჩეჩილაძის საპასუხოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა