საქსტატი - ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 12,0%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 12,0%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია აღნიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქსტატიდან აცნობეს, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, 2017 წელს მისი მოცულობა 38,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 11,9%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ასევე, მათივე ცნობით, 2017 წელს მთლიანი ბრუნვის 44,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% - საშუალო, ხოლო 32,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

საქსტატის ცნობით, მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40,8%, საშუალოზე - 25,4%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,8%.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წელს 50,8 მლრდ. ლარი (გასულ წელთან შედარებით 11,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 31,6 მლრდ. ლარი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით 12,0 %-ით მეტი).

2017 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 708,2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% - კაცი.

საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20,5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 46,5% - მცირე ბიზნესზე.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652,4 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 5,2%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 8046,4 მლნ.ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 14,6 %-ით მეტი).

2017 წლის საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1019,7 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 81.4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 764,4 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 48,0 ლარით).

რაც შეეხება საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიურ ხელფასს, საქსტატის ცნობით შემდეგნაირია:მსხვილი ბიზნესი – 1195.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1196.9 ლარი, მცირე ბიზნესი – 776.1 ლარი.

„2017 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,8%-იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,6%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 4,1%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2017 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,0%) და მშენებლობა (19,9%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16,6%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,6%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31,9 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2017 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო

და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი

მრეწველობისა და მშენებლობის საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26,0%,

13.1% და 10,8%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (9,8%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,0%), და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (6,0%).

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქალაქი თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 63.9%, აჭარის ა.რ. – 8.3%, ქვემო ქართლი – 7.7%, იმერეთი – 5.9%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.5%.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 71.2%, აჭარის ა.რ. – 7.2%, ქვემო ქართლი – 6.0%, იმერეთი – 4.9%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქსტატის ცნობით, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 61.8%, აჭარის ა.რ. – 9.9%, იმერეთი – 7.3%, ქვემო ქართლი – 5.9%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2%.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა