2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის, შემოსავლები - 10 281.7 მლნ ლარია. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს შემდეგი მაჩვენებლებით წარუდგინა:

საგადასახადო შემოსავლები - 9 565.0 მლნ ლარი (მშპ-ს 21.4%), მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 115.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს.

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 786.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.7 პროცენტია.

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 036.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 9.0 პროცენტს შეადგენს.

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 505.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 3.4 პროცენტს შეადგენს.

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 83.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.2 პროცენტს შეადგენს.

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 40.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს.

გრანტები - 266.7 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 120.2 მლნ ლარი, საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 96.5 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის პროექტის 35-ე მუხლის შესაბამისად სსიპ-ების მიერ მიღებული შემოსავლებიდან ბიუჯეტში გადმოსარიცხი გრანტები 50,0 მლნ ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლები - 450.0 მლნ ლარი.

არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით. ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 110.0 მლნ ლარის ოდენობით.

ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდა − 500.0 მლნ ლარის ოდენობით; საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 105.0 მლნ ლარის ოდენობით; აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები – 130.0 მლნ ლარის ოდენობით; ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან (MFA) (EU) მისაღები სახსრები – 60.0 მლნ ლარის ოდენობით; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1 365.0 მლნ ლარის ოდენობით.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა