ემანუელ მაკრონი - შარლ აზნავური ნამდვილი ფრანგი იყო და, ამასთან, ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი საკუთარი სომხური ფესვები

შარლ აზნავურის შედევრები ჩვენთან მასზე გაცილებით დიდხანს დარჩება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ის ნამდვილი ფრანგი იყო და, ამასთან, ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი საკუთარი სომხური ფესვები. მას მთელი მსოფლიო იცნობდა. შარლ აზნავურის სანიმუშო ნამუშევრები თან სდევდა სამი თაობის ლხინსა თუ ჭირს“, - წერს მაკრონი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში საფრანგეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა