„იბერიის“ თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები 2 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ. აქცია 16:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს დაგეგმილია „ომეგა ჯგუფის“ საგანგებო განცხადების გაკეთება. განცხადება 11:00 საათზე, „ომეგა ჯგუფის“ სათავო ოფისში გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას 4 მილიონს სთხოვდა. მისივე თქმით, ამ შეხვედრას თავად ბიძინა ივანიშვილის გარდა, შს მინისტრი გიორგი გახარია და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.

ამასთან, ოქუაშვილი ინტერვიუში, გიორგი გახარიასა და ვანო ჩხარტიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ივანიშვილის დამხმარეები იყვნენ. მისი თქმით, „პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი გახარია, ლევან ყიფიანი მეორე ხაზზეა, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი მესამე“. ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასაც სთხოვდა.

როგორც ზაზა ოქუაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, მოლაპარაკებებს მასთან ბიძინა ივანიშვილის სახელით ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აწარმოებდა, რომელიც დამატებით 4 მილიონს სთხოვდა, ამ შეხვედრის შემდეგ კი, ლევან ყიფიანი მოსალაპარაკებლად გიორგი კვირიკაშვილთან წავიდა. მისივე თქმით, ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი გიორგი კვირიკაშვილთან მისვლის გამო დასაჯა და სარდაფში ჩააგდო, სადაც მასზე შეურაცხყოფა სცადეს.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო