კობა გვენეტაძემ ჰააგაში ფინანსური განათლების თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჰააგაში ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ფინანსური განათლების ტექნიკური მხარდაჭერის ხუთწლიანი პროექტის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს ეროვნული ბანკიდან“ აცნობეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოში განხორცილებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ასევე, ვრცლად ისაუბრა ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ფინანსური განათლების გაუმჯობესების საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში, თითოეული მონაწილე ქვეყნის ფინანსური განათლების კუთხით არსებული საჭიროებები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.

ბანკში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ფინანსური განათლების თემაზე OECD/INFE-ს და საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით მრგვალი მაგიდის დისკუსიებს თბილისში უმასპინძლა.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების ქსელი (OECD/INFE) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 110-ზე მეტი ქვეყნის 240-ზე მეტ საჯარო სტრუქტურას აერთიანებს.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა