დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება ისე, რომ აღარ დაბრუნდეს შურისძიების, ანგარიშსწორების ტალღა

ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში შევცვალოთ ხელისუფლება ისე, რომ აღარ დაბრუნდეს შურისძიების, ანგარიშსწორების ტალღა. თუ თქვენ არ მოხვალთ არჩევნებზე, სხვა გადაწყვეტს თქვენს მომავალს, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ თავის მხარდამჭერებს.

„ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება. დღეს ბევრად მეტი ადამიანი ამბობს, რომ არის ცუდად, ვიდრე ნახავთ ოჯახს,რომელიც იტყვის, რომ არის კარგად. დღეს ბევრად მეტი ადამიანი გეტყვით, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით. დროა, შევცვალოთ და ავაშენოთ უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე. კარგად მესმის, რომ გარკვეულ ადამიანებს ცვლილებების ეშინიათ. ეშინიათ, რომ ცვლილებებმა შეიძლება მოიტანოს არეულობა, აგრესიულ წარსულში დაბრუნება, შურისძიების და რევანშის ახალი ტალღა. მე მესმის ამ შიშის და თითოეულ ასეთ ადამიანს, მინდა ვუთხრა: სწორედ ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევცვალოთ ხელისუფლება და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდეს შურისძიების ტალღა. ხელისუფლების სურვილია, ისე წარმოაჩინოს ყველაფერი, რომ არჩევანი გვიწევს ცუდსა და უარესს შორის, ამიტომ ჩვენი ვალია ვუთხრათ ყველას, რომ უნდა შევცვალოთ ხვალინდელი უკეთესი დღისთვის. არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი. თუ თქვენ არ მოხვალთ არჩევნებზე, სხვა გადაწყვეტს თქვენს მომავალს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს