გრიგორი კარასინი - რუსეთის და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროები ავიამიმოსვლის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავენ

რუსეთისა და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროები ტურისტული სეზონის პიკის დროს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, სააგენტო „ტასს“ განუცხადა.

„ახლა მხარეებისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი რეისებისა და პირობების შესახებ შეთანხმდნენ. ეს ყველაფერი პრაქტიკული ამოცანებია, რომელთა გადაწყვეტა, ჩვენი აზრით, სრულებით შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ ჩვენი სამინისტროები ამის შესახებ საკმაოდ მალე მოილაპარაკებენ“, - აღნიშნა კარასინმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ საქართველო სულ უფრო მეტ რუს ტურისტს იზიდავს. „შედეგების შეჯამება ჯერ ნაადრევია, მაგრამ, მაგალითად, ჩვენი ტურისტების ერთი მესამედის სტუმრობა 2018 წელს, გასული წლის მაჩვენებელს გაუსწრებს“, - განაცხადა კარასინმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს