საქართველოში კლასიკური ავტომანქანების რალი „Peaks of the Caucasus” გაიმართება

2-14 ოქტომბერს საქართველოში კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus”, გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ორი კვირის განმავლობაში რალის მონაწილეები ავტომანქანებით იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ჯამში 2,235 კილომეტრს დაფარავენ. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა სამოცამდე უცხოელი ბიზნესმენი, რომლებიც თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან. ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა.

„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით,“ - განაცხადა ბარტ კლაინმა.

რალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მორიგ რალიში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, 9 ქვეყნის წარმომადგენელი 29 პილოტი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კო-პილოტი ეყოლება. ავტომობილები საქართველოში კონტეინერებით და სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირდება. მათი ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი, რომელიც Peaks Of Caucasus-ში მონაწილეობს Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი - Jaguar Mark V Dropead Coupe - 1951 წელს.

ავტომობილები სტარტს 2 ოქტომბერს, 09:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან აიღებენ.

Peaks of the Caucasus-ის მარშუტი ასეთია:

2 ოქტომბერი: თბილისი - ვარძია (230 კმ)

3 ოქტომბერი: ვარძია - ბორჯომი (110 კმ)

4 ოქტომბერი: ბორჯომი - წყალტუბო (200 კმ)

5 ოქტომბერი: წყალტუბო - წყალტუბო (195 კმ)

6 ოქტომბერი: წყალტუბო - მესტია (210 კმ)

7 ოქტომბერი: მესტია - უშგული - მესტია (100 კმ)

8 ოქტომბერო: მესტია - წყალტუბო (230 კმ)

9 ოქტომბერი: წყალტუბო - თბილისი (260 კმ)

11 ოქტომბერი: თბილისი - სიღნაღი (170 კმ)

12 ოქტომბერი: სიღნაღი - ლოპოტა (165 კმ)

13 ოქტომბერი: ლოპოტა - ყაზბეგი (230 კმ)

14 ოქტომბერი: ყაზბეგი - თბილისი (135 კმ)

14 ოქტომბერს კი „შატო მუხრანში“ პირველი 3 ადგილის მფლობელი პილოტები გამოვლინდებიან. დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეებს სპეციალურად „თიბისისგან“ ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული პრიზები გადაეცემათ.

„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო