კინოთეატრ „ამირანში“ აფხაზეთისადმი მიძღვნილი კლიპის პრემიერა გაიმართა

კინოთეატრ „ამირანში“ აფხაზეთისადმი მიძღვნილი კლიპის პრემიერა გაიმართა. მამა პეტრეს (კვარაცხელია) ტექსტზე და სცენარით შექმნილი სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ გერმანულ voice-ში გამარჯვებულმა, აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ შეასრულა. მუსიკის ავტორია დათო არჩვაძე, რეჟისორი ლევან აბულაძე. კლიპში ასევე ცნობილი ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია მონაწილეობს.

ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებისა და მშობლიური კუთხის პოპულარიზაციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ნათია თოდუას აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები, ცნობადი სახეები, დევნილი საზოგადოება, ნათია თოდუას ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო