იაპონიის პრემიერი მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებას იწყებს

იაპონიის მთავრობის ყველა წევრმა თანამდებობა დატოვა, რათა პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება შეძლოს. ამის შესახებ სააგენტო „კიოდო“ იუწყება.

ახლა სინძო აბე მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებას დაიწყებს. სავარაუდოდ, 18 ყოფილი მინისტრიდან თანამდებობას მხოლოდ 6 შეინარჩუნებს. მათ შორის იქნებიან ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ტარო ასო, მთავრობის გენერალური მდივანი იოსიჰიდე სუგა, საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო, ეკონომიკის, მრეწველობისა, ვაჭრობის და რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრი ჰიროსიგე სეკო, ტრანსპორტის მინისტრი კეიიტი ისიი და ეკონომიკური აღმშენებლობის მინისტრი ტოსიმიცუ მოტეგი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო