გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო - სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით თითქმის დასრულებულია

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის დასრულებულია, - ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სამუშაოები ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ანანურში მიმდინარეობს.

„გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. მიმდინარე სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა