საპროტესტო აქციების შედეგად, კატალონიის პოლიციის 30-მდე თანამშრომელი დაშავდა

ბარსელონაში გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად, კატალონიის პოლიციის 30-მდე თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ ავტონომიური რეგიონის პოლიცია Mossos d'Esquadra იუწყება.

მათივე ინფორმაციით, 20-მა პოლიციელმა დაზიანებები კატალონიის პარლამენტის შენობასთან, დანარჩენებმა კი, ბარსელონას პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიიღეს. ამ დრომდე საპროტესტო აქციების არც ერთი მონაწილე დაკავებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კატალონიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბარსელონაში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც 2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის წლისთავს მიეძღვნა. საპროტესტო აქციებში რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის მომხრეები მონაწილეობდნენ. ბარსელონაში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა 180-მა ათასმა ადამიანმა მიიღო.

დემონსტრაცია კატალონიის პარლამენტის შენობასთან დასრულდა, სადაც მომიტინგეებმა პოლიციური კორდონის გარღვევა შეძლეს, რის გამოც პოლიციელთა ნაწილმა თავი შენობას შეაფარა, შემდეგ კი მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო