„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ისნის რაიონში გაზმომარაგების ქსელზე ავარიაა

კომპანია „ევორდ დრილინგი“ ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირზე აწარმოებდა სამუშაოებს, რომლის დროსაც დააზიანა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს საკუთრებაში არსებული გაზსადენი, - ამის შეახებ „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული მიზეზით 2 ოქტომბერს დაახლოებით 02:30 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეიზღუდა შემდეგ მისამართებზე: მოსკოვის გამზ. 1, 3, 5, 7, 7/1, 9, 11, მეველეს ქ. 11, 13, 17, სამგორის ჩიხი 5 (ახლ. გია ნადარეიშვილის ქ. 5), სამგორის ქ. 16, აბუსერიძე-ტბელისა და გუდარეხის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი, დედოფლისწყაროს I შეს. 2, ვ. ივერიელის ქ. 36-38, შავი ზღვის ქ. 1, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, გარე- კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 70, ქ. წამებულის გამზ. 42, 47/49, 49/8, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 67, 71, 71ბ, 77, 77დ, 79, 91, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, ბოჭორმის ქ. 29, 50/18, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილი, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, ხახანაშვილის ქუჩების კერძო სექტორის ნაწილი. გაზმომარაგება ასევე შეეზღუდათ მიმდებარედ არსებულ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელთა შორისაა რესტორანი ,,ალაზანი“, ,,სოკარი"-ს გაზგასამართი სადგური, გაზგასამართი სადგური შპს ,,აირ სერვისი", სს ,,თამბაქოს ფაბრიკა", ისნის ბაზრობის ტერიტორია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის #9 დაწესებულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ყოფილი არამიანცის სახელობის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიზე განთავსებული სამედიცინო დაწესებულებები და სხვა.

„ადგილზე მობილიზებულია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ბრიგადები, რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის ლიკვიდაცია და მომხმარებლებისთვის გაზის დროული მიწოდება. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება დღესვე, 2 ოქტომბერს, 13:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისათვის.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა