მარიამ ჯაში - რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარება კრიტიკული არ არის

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განუცხადა.

ჯაშის თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემას აქვს ერთ-ერთი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისთვის ყველა შესაძლო დიაგნოსტიკურ და სხვა სახის მკურნალობას.

„მე თავად ვიყავი აქტირების კომისიის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში. კომისია იხილავდა განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევებს - პრაქტიკულად ფატალური მდგომარეობის დროს პაციენტების გათავისუფლების საკითხს. აღნიშნული რეგულაცია ძალიან მკაცრად განსაზღვრავს იმ მდგომარეობას, რომელიც შეწყალებას, ან ვადამდე გათავისუფლებას ექვემდებარება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარება კრიტიკული არ არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემას აქვს ერთ-ერთი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი პაციენტისათვის დიაგნოსტიკურ და სამკურნალო შესაძლებლობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს ისევ კლინიკაში გადაიყვანეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს