„ჩერნოვეცკის ფონდმა“ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რესტორან „ბასიანში“  სადღესასწაულო ღონისძიება მოაწყო

„ჩერნოვეცკის ფონდმა“ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რესტორან „ბასიანში“ სადღესასწაულო ღონისძიება მოაწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჩერნოვეცკის ფონდიდან“ აცნობეს, ფონდის ბენეფიციარების წინაშე ახალგაზრდა მომღერლები და მუსიკოსები წარსდგნენ. მათი ინფორმაციით, მოწვეული სტუმრებისთვის იმპროვიზირებული წარმოდგენა გამართეს ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა, რომლებმაც მათ საკუთარი ხელით დამზადებული სუვენირებიც უსახსოვრეს.

„ყველა ხანდაზმული ადამიანი, ოჯახური მდგომარების და პროფესიის განურჩევლად, იმსახურებს ღირსეულ სიბერეს. სამწუხაროდ, დასამალი არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს მარტოობაში და სიღარიბეში ატარებენ. ჩვენი ფონდი ზრუნავს 500-ზე მეტ ხანდაზმულ, სოციალურად დაუცველ ადამიანზე. ბევრი მათგანი საწოლსაა მიჯაჭვული და უმწეო მდგომარეობაში იმყოფება. ფონდის ექიმები და ექთნები ყოველდღიურად აკითხავენ მათ და უტარებენ გადაუდებელ სამედიცინო პროცედურებს. ხანდაზმული ადამინები, აგრეთვე, ხშირად სტუმრობენ ფონდის დღის ცენტრს და უფასო სასადილოს“, - განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს