საია - კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში სექს მუშაკი ქალებისთვის სამართლებრივი დაცვის საშუალებები ხელმისაწვდომი არაა

კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები სექს მუშაკ ქალებს დაცვის სანაცვლოდ, თხოვდნენ უფასოდ გაეწიათ მათთვის სექსუალური მომსახურება, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის იურისტმა თამარ დეკანოსიძემ განაცხადა, სადაც ისაუბრა კვლევაზე: "გენდერული ძალადობა სექს მუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება“.

თამარ დეკანოსიძემ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოში პროსტიტუციის კუთხითაა.

„კვლევამ აჩვენა, რომ დღესდღეობით საქართველოში სექს მუშაკი ქალები განიცდიან ძალადობის სხვადასხვა ფორმებს და სხვა ქალებთან შედარებით, მათთვის სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, ხელმისაწვდომი არაა. სექს მუშაკების მიმართ მთავარი მოძალადეები არიან კლიენტები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დარღვევები, ვინაიდან პოლიციელები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ქალების ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვის ვალდებულება აკისრიათ", - განაცხადა თამარ დეკანოსიძემ.

მისივე თქმით, პოლიციელებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია არა პროსტიტუციაში მყოფ ქალთა ძალადობისგან დაცვისკენ, არამედ პროსტიტუციას განიხილავს მორალურ კონტექსტში და მიმართულია სექს მუშაკი ქალების დასჯაზე.

"დღესდღეობით, პროსტიტუცია არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ კუთხით კანონმდებლობა დისკრიმინაციულია ქალთა მიმართ, ვინაიდან, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი არის არა კლიენტი, არამედ ქალი, რომელიც სექსუალურ მომსახურებას ყიდის, ანუ სექს მუშაკი. სწორედ ამგვარი საკანონმდებლო გარემო აძლევს პოლიციელებს იმის შესაძლებლობას, რომ სექს მუშაკების მიმართ სხვადასხვა სახის უკანონო ხერხები გამოიყენონ პროსტიტუციის აღკვეთის კონტექსტში. ყველაზე კლასიკური ვითარება ამ დარღვევების აღსაწერად არის ის შემთხვევა, როდესაც სექს მუშაკ ქალს პოლიციელი ქმედების აღკვეთისკენ მოუწოდებს და ამ დროს იგი მის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს. უკიდურესად პრობლემურად გამოიკვეთა ის შემთხვევები, როდესაც პოლიციელები სექს მუშაკ ქალებს დაცვის სანაცვლოდ თხოვდნენ უფასოდ გაეწიათ მათთვის სექსუალური მომსახურება. ამაზე სექს მუშაკი ქალები ჩვენს მიერ ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებში ყვებიან. საქართველოს 5 ქალაქში სულ 26 სექს მუშაკი ქალი გამოვკითხეთ", - განაცხადა თამარ დეკანოსიძემ.

საია-ს რეკომენდაციაა, რომ გაუქმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დისკრიმინაციული მუხლი, რომელიც პროსტიტუციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს, სჯის სექს მუშაკ ქალს და არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს კლიენტს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროსტიტუციის დანახვა ქალთა უფლებებისა და ადამიანის უფლებების კონტექსტში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს