მამუკა ხაზარაძე - ტყუილს და ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა - ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდა,  ჩვენი ბანკი ათი წელია 20:00 საათამდე მუშაობს

თუ თქვენ კომპანიას ხსნით თუნდაც 20 წუთით ადრე, გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია გაატანოს თანხა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

„ზოგადად, ჩვენი პრობლემა არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ გულწრფელები და თავისი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე.

ყველაფერი გაკეთდა კანონის შესაბამისად. ჩვენი ბანკი მუშაობს 20:00 საათამდე ათი წელია უკვე.

ბანკი არის სერვისის კომპანია და თუ თქვენ კომპანიას ხსნით თუნდაც 20 წუთით ადრე, თქვენ გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია გაატანოს თანხა. რა შუაშია ერთი დღის და ათი დღის, თუ რეგისტრირებულია და ყველაფერი არის ბანკში წარმოდგენილი.

ტყუილს და ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა“, -განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ "თიბისი ბანკმა" გიორგი გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს.

მისივე თქმით, ხელისუფლების ზეწოლით ოფშორული კომპანიიდან 4 მილიონი გადარიცხა ფირმის ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახნილი იყო.

„ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. ფირმა იყო გახსნილი ოფშორში და დაჯდა 4 მილიონი, ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის“, -განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო