გია ვოლსკი - ზუსტად იმ სიყვარულით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, რაც გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ, ამ სიყვარულით მოდის სალომე ზურაბიშვილი

ზუსტად იმ სიყვარულით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, რა სიყვარულიც გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ. ამ სიყვარულით მოდის სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი და მძლავრი კავშირები განავითაროს საქართველოს რეგიონებს შორის. ეს, არ ეხება მხოლოდ თბილისს. ეს ეხება აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთ და ჩრდილოეთ საქართველოს რეგიონებს. ჩვენ, უფრო კარგად და სიღრმისეულად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და ზუსტად იმ სიყვარულით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, რა სიყვარულიც გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ. ამ სიყვარულით მოდის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამავე სიყვარულით უნდა დახვდეს ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობა”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს