მაია ცქიტიშვილმა ეფექტიანი მმართველობისთვის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეფექტიანი მმართველობისთვის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. კერძოდ, მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სტრუქტურული ცვლილებების, ადამიანური აქტივების განვითარებისა და ვაკანტურ პოზიციებზე გამოსაცხადებელი კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ვაკანსიებზე კონკურსი, როგორც რიგითი, ისე საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტების შესარჩევად გამოცხადდება. ვაკანსიები 3 ოქტომბრიდან გამოცხადდება.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა როგორც ჩვენს პარტნიორებს, დონორებს, ასევე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, პროფესიული კადრების მოძიების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, საერთაშორისო განათლებით დაკავებულ ორგანიზაციებსა და სხვა ჩვენს პარტნიორებს ის საჭიროებები გავაცნოთ, რომელიც როგორც გზების დეპარტამენტში, ასევე წყალმომარაგების კომპანიაში გვაქვს. ეს არის საჭიროებები, რომლებიც ორიენტირებულია შესაბამისი კადრების, შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების მოძიებაზე, რომელიც საჭიროა, რათა ჩვენი პროექტები უფრო სწორად ვმართოთ, სწორად დავგეგმოთ შემდეგი პროექტები და რაც მთავარია, ასევე ყურადღება მივაქციოთ იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვსაც, რომელიც ჩვენს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სტრუქტურა სრულად განახლდა, არსებული ფუნქციები უფრო ეფექტიანად გადანაწილდა და დაემატა ახალი კომპეტენციები.

მათივე განმარტებით, ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა შემდეგი სფეროების გაძლიერების საჭიროება: საინჟინრო-ტექნიკური, გარემოს დაცვის, პროექტების მართვის და სხვა მიმართულებები.

„ასევე იგეგმება, თანამშრომლების გადამზადება სასწავლო კურსების, გაცვლითი პროგრამებისა და წარმატებულ ორგანიზაციებში პრაქტიკული ტრენინგების საშუალებით. ანალიზის შედეგად გამოვლინდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში უცხოელი ექსპერტების გრძელვადიანი ჩართვის საჭიროება. ისინი თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ თანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებით, ესაა: საინჟინრო (გზები, გვირაბები, ხიდები), პროექტების (პროექტების მართვა და ანგარიშგება; design&build), სტიქიების პრევენცია, ტრანსპორტის ეკონომიკა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, მოვლა-შენახვა და პერიოდული შეკეთება, საერთაშორისო შესყიდვები, ინფრასტრუქტურული აქტივების მართვა, გეოლოგია და გეოტექნიკა, გარემო და განსახლება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კი, გეგმავს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის გაძლიერებას, ავტომატური მართვის დანერგვას და ამ მიმართულებებით შესაბამისი კადრების შერჩევას”,- განმარტავენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ვაკანსიებთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: www.georoad.ge, www.water.gov.ge, www.hr.gov.ge და www.jobs.ge. კონკურსში ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა