ზაზა გაბუნიამ 12 ქვეყნის დეპუტატების წინაშე საქართველოს რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და 12 ქვეყნის პარლამენტის წევრების წინაშე საქართველოს რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ზაზა გაბუნიამ მიმოიხილა საქართველოს რეგიონების შესაძლებლობები, მათი ტურისტული პოტენციალი და შავი ზღვის ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი კავშირების, ბილატერალური და ერთობლივი ტურისტული პროდუქტების ორგანიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონები მდიდარი კულტურით და კარგი პერსპექტივით. ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ღირს იმისთვის, რომ მათ შორის სახელმწიფოთაშორისი კავშირების გამოყენებით გავზარდოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების ცნობადობა, ბენეფიციართა სივრცე და რაოდენობა, რადგან ტურიზმს ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 2-3 ოქტომბერს იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო