მამუკა მდინარაძე - ძალიან უხერხულ ან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდენ არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდრე სრულყოფილი ინფორმაცია არ იქნება ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ როგორც მინიმუმ, ძალიან უხერხულ ან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც ნაჩქარევ და ნაადრევ დასკვნებს აკეთებენ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით.

„საქმე გვაქვს ცალმხრივად ნაწარმოებ ნეგატიურ კამპანიასთან და ამის შეფუთვა ხდება გარკვეული გაუგებარი ჩანაწერებით, რომელთა დაკავშირებითაც გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მონტაჟთან. გამოძიებამ უნდა დაადგინოს გაცილებით მეტი, სრულყოფილი ინფორმაცია და დეტალები, იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს. ამის შემდეგ უფრო დაბეჯითებით შეგვეძლება ამ საკითხზე მსჯელობა და იმ ადამიანებმა, რომელთაც პრეტენზია აქვთ ობიექტურობაზე ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა გააკეთონ განცხადებები,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა