გიგი უგულავა -  დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად არის მზად გაარღვიოს მოჯადოებული წრე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა, რომ თითქოს ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური პოლუსი არსებობს უსუსურია.

მისი თქმით, ეს ორი პოლუსი უკვე წარსულია, ხალხს მობეზრდა და ვერც ერთი ვერ სთავაზობს საზოგადოებას მომავლის ხედვას. ამასთან, გიგი უგულავას განცხადებით, ზრდის ყველაზე მეტი რესურსი დავით ბაქრაძეს აქვს.

„დავით ბაქრაძე კონცენტრირებულია მომავალზე, ის ესაუბრება ხალხს კონკრეტულ თემებზე: ეს არის უცხოეთში მყოფი თანამემამულეების საკითხი, რომლებსაც საზღვარგარეთ უამრავი პრობლემა აქვთ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლეგალური მუშაობა; პენსია - რადგან განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ხანდაზმული ადამიანები. ნებისმიერი მთავრობის პირობებში პენსიის გაზრდა ღირსების საკითხია, მილიარდერის მთავრობის პირობებში კი 6 წლის განმავლობაში პენსია 20 ლარითაც არ არის გაზრდილი. დავით ბაქრაძე კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად არის მზად გაარღვიოს მოჯადოებული წრე - რას ვუპირებთ უმუშევრებს, პენსიონერებს, განათლების სისტემას, ქვეყნის განვითარებას. ხალხი დაღალა ამდენმა ლაპარაკმა მხოლოდ წარსულზე. ამ დღის წესრიგიდან არის გასული დავით ბაქრაძე და სწორედ ამიტომაც აქვს მას ზრდის პერსპექტივა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს