ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში ამერიკელი ართურ აშკინი, ფრანგი ჟერარ მურუ და კანადელი დონა სტრიკლენდი გახდნენ

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში ამერიკელი ართურ აშკინი, ფრანგი ჟერარ მურუ და კანადელი დონა სტრიკლენდი გახდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ნობელის კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესახებ მეცნიერებს ნობელის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა თომას პერლმანმა აცნობა.

აშკინმა, მურუმ და სტრიკლენდმა ნობელის პრემია „ლაზერულ ფიზიკაში ინოვაციური აღმოჩენებისთვის, კერძოდ კი, მაღალი ინტენსივობის ულტრამოკლე ოპტიკური იმპულსების წარმოშობის მეთოდისთვის“ მიიღეს.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად, სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. წელს პრემიის ოდენობა 940 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა