იენს სტოლტენბერგი - საქართველო არ იქნება იძულებული არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ში წევრობას შორის

საქართველო იძულებული არ იქნება არჩევანი გააკეთოს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ში წევრობას შორის, - ასე უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განმარტა, საქართველო ალიანსის წევრი გახდება, როდესაც ნატო-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

„ნატო-ს ყველა ლიდერი შეთანხმდა იმ პოზიციაზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ჩვენ ასევე ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირეთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ეს კი მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. საქართველო იძულებული არ იქნება არჩევანი გააკეთოს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ში წევრობას შორის. საქართველო ალიანსის წევრი გახდება, როდესაც ნატო-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჩვენ საქართველოს ამაში დავეხმარებით, დავეხმარებით რეფორმების იმპლემენტაციაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ამასობაში კი ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მეტი ნატო გვაქვს საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. მაშინ როდესაც ჩვენ საქართველოს გაწევრიანებისკენ ვმუშაობთ ჩვენ ჩვენს პარტნიორობას ვაძლიერებთ“, - განუცხადა იენს სტოლტენბერგმა „ინტერპრესნიუსს“.

როგორც ცნობილია, ბრიუსელში ხვალ, 3 ოქტომბერს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს