სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განმხილველი სხდომა გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განმხილველი სხდომა გადაიდო. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განუცხადა.

პროკურორის თქმით, დაცვის მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება, რათა ახალ მტკიცებულებებს გაცნობოდა.

„ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით. კონკრეტულ შემთხვევაში, საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ახალი მტკიცებულება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის კრიტერიუმებს და ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი არის, რომ აღნიშნული მტკიცებულების მანამდე წარმოდგენის შესაძლებლობა არ უნდა არსებობდეს და მეორე, უნდა იყოს რელევანტური. ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ ეს ორივე მნოშვნელოვანო კომპონენტი დაცული იყო მის მიერ. დაცვის მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ გაეცნობა ჩვენს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს",- განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, საქმე ეხება მოწმეების დაკითხვას, რომელთა დაკითხვას ითხოვს სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე.

„მეორე მხრივ არის საპროცესო დოკუმენტები, რომელთა დართვასაც ითხოვენ",- აღნიშნა ნადირაძემ.

მომდევნო სხდომა 16 ოქტომბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა