ანა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილისგან და გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა

პროცესების ფიგურანტი ორი პირისგან - ბიძინა ივანიშვილისგან და გიორგი გახარიასგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა

ანა ნაცვლიშვილმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება ორი მთავარი ფიგურანტის მხრიდან - ერთი ეს არის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მეორე იმდროინდელი ბიზნეს ომბუდსმენი და ამჟამად შს მინისტრი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს არაფორმალური მმართველობა.

ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან გვესმოდა არაერთი გონივრული ეჭვი საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. არ მგონია, თავად ფიგურანტებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული მათი აღიარების მძიმე შედეგები საქართველოს იმიჯისთვის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა