დავით რაქვიაშვილი საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის შეხვედრას დაესწრო

ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე დავით რაქვიაშვილი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა თავდაცვის, ანტიტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების და სხვა სფეროებში, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ამ პროცესში ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლი.

,,ასევე, განიხილებოდა რამდენიმე ახალი ინიციატივა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით და ჰიბრიდულ საფრთხეებთან და რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები, ეროვნული მედეგობის გაძლიერების შესაძლებლობები“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გამოწვევებზე; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შედეგად შექმნილ ვითარებაზე და ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო