პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით პოზიცია არ გვაქვს სხვა ადგილობრივი ეკლესიებისგან

საქართველოს ეკლესიის პოზიცია ასეთია,რომ ჯერჯერობით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია არ გვაქვს სხვა ადგილობრივი, მართლმადიდებელი ეკლესიებისგან,-ამის შესახებ ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე საქართველოს საპატრიარქომ თავისი პოზიცია განცხადებით დააფიქსირა.

„ის ფაქტი, რომ მსოფლიო საპატრიარქოს სურს მიანიჭოს ავტოკეფალია უკრაინის ეკლესიას, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ამის შესახებ ცნობილია თქვენთვისაც, ჩვენთვისაც და მთელი მოსახლეობისთვისაც ის დაპირისპირება რაც არსებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის.ამაზე გაკეთდა უაღესად კვალიფიციური განცხადება საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან და ჩვენ, ყველა ვუერთდებით პატრიარქის ამ განცხადებას, რომ ვიდრე კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებულად არ იქნება ახსნილი თუ ვის ანიჭებენ ავტოკეფალიას, როგორ ანიჭებენ, რა ვითარებაში მოხდება ეს და სანამ ამას წინ არ უძღვის კონსულტაციები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების, იერარქების,პატრიარქების და ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგად ცნობილი არ იქნება, რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია, საქართველოს პატრიარქს და წმინდა სინოდს არ შეუძლია. მას შემდეგ რაც ეს იქნება გაცხადებული, ახსნილი საეკლესიო კანონიკური ნორმების დაცვით და ამის საფუძველზე მიღებული მცდელობა მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის იქნება გაცნობიერებული თუ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას თავის პოზიცია ექნება",- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს