სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ორი თვით გადადო

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა წამყვანმა კომიტეტმა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ორი თვით გადადო. განხილვის პროცედურების გადადების მიზეზად საკანონმდებლო ინიციატივაზე დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროება სახელდება.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდება. ერთის წლის გასვლის შემდეგ კი, მთავრობა გადაწყვეტს გაუგრძელოს თუ არა ყოფილ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს დაცვა.

როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, დიდი იმედი აქვს, რომ როდესაც ეს საკითხი დაბრუნდება განსახილველად, პარლამენტი იხელმძღვანელებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

„როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკითხი არის გადადებული ორი თვით. მათ აიღეს ვადა დამატებითი კონსულტაციებისთვის. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობა და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის საკითხი იყოს ბოლომდე გააზრებული, ყველა ის რისკი და საჭიროება იყოს სრულყოფილად გამოვლენილი, დაფიქრებულად მიიღოს პარლამენტმა გადაწყვეტილება და არა ნაჩქარევად და არა ისე, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება იყოს მეორეხარისხოვანი და წინ წამოიწიოს სხვა მიზეზებმა. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ეს საკითხი დაბრუნდება განსახილველად, პარლამენტი იხელმძღვანელებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს