კლასიკური ავტომობილების რალი „Peaks of the Caucasus” დაიწყო

დღეს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალიმ - Peaks of the Caucasus - აიღო სტარტი, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია სამოცამდე ბიზნესმენი, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან. დღეს რალის მონაწილეები ვარძიას ესტუმრებიან. Peaks of the Caucasus 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„მარშუტი ასეთია: 2 ოქტომბერი: თბილისი - ვარძია (230 კმ) ; 3 ოქტომბერი: ვარძია - ბორჯომი (110 კმ); 4 ოქტომბერი: ბორჯომი - წყალტუბო (200 კმ); 5 ოქტომბერი: წყალტუბო - წყალტუბო (195 კმ); 6 ოქტომბერი: წყალტუბო - მესტია (210 კმ); 7 ოქტომბერი: მესტია - უშგული - მესტია (100 კმ); 8 ოქტომბერო: მესტია - წყალტუბო (230 კმ); 9 ოქტომბერი: წყალტუბო - თბილისი (260 კმ); 11 ოქტომბერი: თბილისი - სიღნაღი (170 კმ); 12 ოქტომბერი: სიღნაღი - ლოპოტა (165 კმ); 13 ოქტომბერი: ლოპოტა - ყაზბეგი (230 კმ); 14 ოქტომბერი: ყაზბეგი - თბილისი (135 კმ).

რალიში მონაწილე მანქანები მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი Vauxhall-ი 1922 წელს არის გამოშვებული.

ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით“, - აცხადებს ბარტ კლაინი.

რალის დასკვნითი ღონისძიება 14 ოქტომბერს შატო მუხრანში გაიმართება.

„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა