ირაკლი კობახიძე ინდონეზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ინდონეზიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის ვიცე-სპიკერი, უტუტ ადიანტო ხელმძღვანელობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებები მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტსა და ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფები შეიქმნება.

ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებად მხარეებმა ეკონომიკა, განათლება, ტურიზმი და სპორტი დაასახელეს და ამ მიმართულებებით, აქტიურ ურთიერთობაზე შეთანხმდნენ. წარმომადგენელთა პალატის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს შთამბეჭდავი ტურისტული პოტენციალი აქვს. მისივე შეფასებით, ბათუმმა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას წარმატებით უმასპინძლა.

საუბარი შეეხო საქართველოს როლს რეგიონში, საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე ინდონეზიის რესპუბლიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს