ეკა ბესელია „ომეგა ჯგუფის" შესახებ - საერთოდ დაეკარგა ფასი ამ სერიალებადქცეულ ჩანაწერებს

მე ვერ ვიმსჯელებ ჩანაწერების შინაარსზე ვიდრე კითხვებს რამდენად ავთენტურია და კანონიერი გზით მოპოვებული, პასუხი არ გაეცემა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

"საერთოდ დაეკარგა ჩემთვის ფასი ამ სერიალებადქცეულ ჩანაწერებს. ეს უკვე აშკარად სრულიად სხვა პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელია. რაც შეეხება ამ საკითხის სამართლებრივ მხარეს, გეტყვით, რომ პასუხისმგებლიანი ადამიანი ნებისმიერ ასეთ მასალას საგამოძიებო ორგანოს მიუტანდა, გადასცემდა და მოითხოვდა ამ ფაქტების გადამოწმებას. გუშინ ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ფალსიფიცირებულია ერთ-ერთი ჩანაწერი. ეს თავდაყირა აყენებს ვერსიას, რომ ჩანაწერები უნდა მივიღოთ როგორც უტყუარი ფაქტი. ჩემთვის ნებისმიერი ასეთი ჩანაწერი იწვევს კითხვას - არის თუ არა ავთენტური და კანონიერი გზით მოპოვებული. მე ვერ ვიმსჯელებ მის შინაარსზე, ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა