ტექდათვალიერების რეფორმის ფარგლებში, საქართველოში კომპანია - „გრინვეი საქართველო“  შემოდის

ტექდათვალიერების რეფორმის ფარგლებში, საქართველოში მსოფლიო ლიდერი კომპანია „გრინვეი საქართველო“ შემოდის, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო კომპანია Applus+ automotive -ის ვიცე პრეზიდენტმა ჰანს-იურგენ შიმპგენმა, კომპანია “გრინვეი საქართველოს” კომერციულმა დირექტორმა თეონა ჭკადუამ და კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა ლევან აბრამიშვილმა განაცხადეს.

მათ წარმოადგინეს “გრინვეი საქართველოს” და “Applus+”-ის გეგმები, რომელიც საქართველოში ტექდათვალიერების რეფორმის ფარგლებში განხორციელდება. თეონა ჭკადუას განცხადებით, ამ პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 350-მდე ადამიანი დასაქმდება.

„კომპანია "გრინვეი საქართველო" ოპერირებას იწყებს მნიშვნელოვან სფეროში. საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვექნება 26 თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული შენობა, ტექდათვალიერების სერვისცენტრები. საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვასაქმებთ 350-მდე ადამიანს. მაღალმთიანი რეგიონებისთვის, განსაკუთრებით სადაც მოსახლეობას ზამთრის პერიოდში უჭირს გადადგილება, ჩვენ გვეყოლება მობილური ჯგუფები და მათთვის შევქმნით მაქსიმალურ კომფორტს. თითოეული მოქალაქე უმოკლეს დროში შეძლებს, რომ ჩვენთან ტექდათვალიერება გაიაროს“, - განაცხადა ჭკადუამ.

ამასთან, „გრინვეი საქართველოს“ ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანია შექმნას მსოფლიო გამოცდილებაზე დამყარებული ტექინსპექტირების ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პარტნიორი, ტექდათვალიერების სფეროში მსოფლიოს ლიდერი კომპანია Applus+, 70 ქვეყანაში ოპერირებს და მის სახელს უკავშირდება იმ საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, რაც უსაფრთხო და სანდო ტექდათვალიერების ცენტრების აუცილებელი პირობაა.

„ამ მასშტაბის კომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და თავისთავად გულისხმობს, რომ „გრინვეი საქართველოს“ მომსახურება იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომლის მთავარი უპირატესობა სწრაფი, სანდო, მოქნილი და უსაფრთხო სერვისის უზრუნველყოფა იქნება.

„გრინვეი საქართველოს“ უმთავრესი მიზანია შექმნას თანამედროვე სტანდარტებით მომზადებული სამუშაო გუნდი, დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები და თანმიმდევრულად განავითაროს კომპანიის მთავარი სტრატეგიული გეგმა - გახადოს გარემო უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო. „გრინვეი საქართველომ“ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა მსოფლიოში წამყვან, ავტოტექინსპექტირების აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიასთან Actia, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ტექდათვალიერების პროცესი, ტექნოლოგიური კუთხით, პასუხობდეს ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს. კომპანია მისი წარმატების აუცილებელ პირობად ძლიერ, საკითხის მცოდნე გუნდს მიიჩნევს. ესპანეთში, Applus+ ცენტრალურ ოფისში უკვე გადამზადდა კომპანიის ტექნიკური გუნდი. კომპანიაში დასაქმებული ადამიანების პროფესიულ განვითარებას და ზრდას სისტემატიური ხასიათი ექნება. ამ ეტაპზე კომპანიის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წლის ბოლოსთვის, ტენდერით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 26 სადგური სრულ მზადყოფნაში იქნება. პარალელურად მიმდინარეობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და „გრინვეი საქართველოს“ გუნდის წევრების მოძიება მთელი საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა