თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტები  პრაქტიკას მერიის პროექტის „ჩემი ადვოკატის“  ფარგლებში გაივლიან

თბილისის მერიის ეგიდით დაარსებულმა პროექტმა „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში 4-თვიან პრაქტიკულ კურსს გაივლიან. კურსის განმავლობაში სტუდენტები, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით, მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. რაიონული გამგეობების ოფისებში განაწილებული სტუდენტები სამართლებრივ დოკუმენტებს შეადგენენ და როგორც სასამართლოში, ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ.

კურსის მიზანია, მაგისტრანტს საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოიმუშაოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ადმინისტრირების უნარი, რაც მას სამომავლოდ, საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებელ წარმართვაში დაეხმარება.

იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ 9 უმაღლეს სასაწავლებელთან თანამშრომლობს. 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, პროფესიული გადამზადება ოთხასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, ხოლო წლის ბოლომდე სამართლებრივ პრაქტიკას ექვსასამდე სტუდენტი გაივლის.

„ჩემი ადვოკატის“ საქმიანობის მთავარ მიზანს მოქალაქეებისათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში უფასო, იურიდიული დახმარების გაწევა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული იურიდიული განათლების მიცემა წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა