ლევან ხაბეიშვილი - დედაქალაქის მერი ბოდავს - რომელი კომპანია გადაიხდის 20-30 მილიონს ტაქსზე “მიტყეპებულ” რეკლამაში?

თუ ვინმე მეტყვით, რომ 20 მილიონიდან 30 მილიონ ლარამდე თანხას რომელიმე კომპანია ტაქსზე “მიტყეპებულ” რეკლამაში გადაიხდის, მაშინ ვიტყვი, რომ დედაქალაქის მერი არის ადეკვატური, - ამის შესახებ საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს, მერიის ინიციატივის შესახებ საუბრისას განუცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ტაქსის მძღოლებისადმი შეთავაზება ემსახურება იმას, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ხმები არ დაკარგოს.

“სამწუხაროდ, დედაქალაქის მერი გადავიდა ბოდვაზე და დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჩვეულებრივად იბოდიალა პირდაპირი მნიშვნელობით და თქვა, რომ ტაქსის მძღოლებს ვაუჩერებს დავურიგებთ, თუმცა არა ბიუჯეტის ხარჯით, არამედ, კომპანიებს სარეკლამო ხარჯით შევაღებინებთ ტაქსებსო. უკაცრავად, თუ ვინმე მეტყვით, რომ 20 მილიონიდან 30 მილიონ ლარამდე რომელიმე კომპანია ტაქსზე “მიტყეპებულ” რეკლამაში გადაიხდის, მაშინ ვიტყვი, რომ დედაქალაქის მერი არის ადეკვატური. მისი დღევანდელი განცხადება იყო არასერიოზული და დედაქალაქის მერს ურჩევნია, სერიოზული განცხადებები აკეთოს. „ტაქსისტებს“ რომ დაავალეს 1500-2000 ლარის ხარჯის გაღება, რაც ავტომობილების გადაღებვას გულისხმობს, გამოიწვია სერიოზული უკმაყოფილება. მათ ნახეს, რომ აქვთ არჩევნები, ისედაც მათი კანდიდატის რეიტინგს პულსი არ ესინჯება, ამიტომ მიხვდნენ, რომ ის აგიტატორები, რომლებმაც ეს ხალხი მთავრობაში მოიყვანა, ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევდნენ. ასევე, გადაღებვის გარდა, ფარატინა ფურცელი, რომელსაც მძღოლები ლიცენზიის სახით იღებენ, არის ერთი თეთრის ღირებულების და ამაში გადაახდევინეს 110 ლარი. ასეთი ბოდვებით არის დაკავებული დედაქალაქის მერი სამწუხაროდ. დედაქალაქის მერი ბოდავს რამდენიმე მიზეზის გამო. ამას თუ ქალაქის ბიუჯეტი გააკეთებს, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენია, რატომ უნდა გადაიხადოს დედაქალაქის ბიუჯეტმა 20-30 მილიონი ლარი ტაქსის გადაღებვაში, ეს ნონსენსია; მეორე - თურმე ამას გააკეთებენ ტენდერით. კომპანიები შეღებავენ იმიტომ, რომ რეკლამა „მიატყეპონ” ტაქსზე. გინახავთ კომპანია, რომელიც 15-20 მილიონს იხდის, რომ ტაქსზე რეკლამა „მიატყეპოს“? ასეთი რამ არ არსებობს, 15-20 მილიონად მთელი საქართველოს ბანერებს შეიძენენ, საკუთარ ტელევიზიას გახსნიან, სადაც თავიანთ კომპანიას რეკლამას გაუკეთებენ - სრული იდიოტიზმია. ეს ერთადერთი რამის გამო თქვეს, ამას მარტივი მიზანი აქვს, საარჩევნოდ ხმები არ დაკარგოს მათმა კანდიდატმა და ეს არის სალომე ზურაბიშვილი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. სანაცვლოდ ტაქსის მძღოლებს მათ მანქანებზე შესაბამისი კომპანიის რეკლამის 2 წლით განთავსება მოუწევთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა