ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ, ქუთაისს 4-სართულიანი საერთაშორისო აეროპორტი ექნება

ქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტებიოს გაერთიანებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უკვე დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები. კერძოდ, ჩასხმულია 15 ათასი კუბური მეტრი ბეტონი, დასრულებულია 10 ათასი კვადრატული მეტრის სართულის მშენებლობა - 1 ნიშნულზე, სადაც ძირითადად საბარგო სისტემა განთავსდება. ასევე მოწყობილია ნული სართულის (ე.წ. Ground floor) ფილა, დამონტაჟებულია ლითონკონსტრუქციის კოლონები და რიგელების ნაწილი.

,,ამ დროისთვის ახალი ტერმინალის შენობის ცენტრალურ უბანზე მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი ე.წ. ანტრესოლის მოსაწყობად, სადაც საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო ოთახები უნდა განთავსდეს. ანტრესოლის შიდა სივრცე იყოფა ორ ნაწილად: ცენტრალურ ნაწილში იქნება ოთხი, ხოლო ჩამოფრენის დარბაზის ნაწილში - ორი სართული‘’, - განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფრასტრუქტურის განვითარების მენეჯერმა გიორგი მიხანაშვილმა.

დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასავლელი (ე.წ. Gate) ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

,,ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. 2019 წელს დაიწყება არსებული ტერმინალისა და ახალი ტერმინალის შენობის შეერთების ფაზა, კერძოდ განხორციელდება არსებული ტერმინალის ლითონკონსტრუქციების ნაწილის დემონტაჟი და არსებული და ახალი შენობები ერთიანი ახალი ტერმინალის საერთო სივრცეს შექმნის. დღეისათვის არსებული ტერმინალის სივრცე სრულად გახდება გაფრენის ზონა, ხოლო ახალი ტერმინალი ჩამოფრენის დარბაზისათვის იქნება განკუთვნილი“, - განაცხადა გიორგი მიხანაშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს. მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დასრულება 2019 წელს არის დაგეგმილი.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 105 ადამიანია დასაქმებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს