ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას - ხალხს დაპირდით, რომ პარკირების პრობლემას მოაგვარებდით, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, პარკინგი ორჯერ-სამჯერ გაუძვირდებათ

გააჩერეთ ავტომობილები, აღარ იმუშაოთ და სახლში დეპუტატები მოგიტანენ საჭმელს - ეს ლოგიკა გაქვთ, - ამის შესახებ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი გადახდის სისტემა ამოქმედდება.

"დაპირდით, რომ პარკირების პრობლემას მოაგვარებდით და იანვრიდან ესეც ძვირდება. დაადასტურეთ, რომ ზონალური პარკირება იქნება, რაზეც ვსაუბრობდი და არცერთი საპარკინგე ადგილი არ დაემატება თბილისს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ორჯერ-სამჯერ გაუძვირდებათ პარკინგი. გააჩერეთ ავტომობილები, აღარ იმუშაოთ, სახლში დეპუტატები მოგიტანენ საჭმელს - ეს ლოგიკა გაქვთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის ამოქმედება იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა