შალვა ოგბაიძე - ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის „პოლიტ-ყურუმსაღობა“

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების” დეპუტატის შალვა ოგბაიძის თქმით, ტაქსებთან დაკავშირებით თბილისის მერიის დღევანდელ ინიციატივაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის „პოლიტ-ყურუმსაღობა“.

ამის შესახებ შალვა ოგბაიძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებული საკითხით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ თემა დღის წესრიგში არ ყოფილა.

შალვა ოგბაიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე სპეკულაცია მიუღებელია.

„ყოველდღიური შეხება მაქვს ტაქსის მძღოლებთან და სიამოვნებით გადავცემ დანაბარებს, რომ ასეთი განცხადება არის პოლიტ-ყურუმსაღობა. მხოლოდ და მხოლოდ მთელი ამ პროცესის იმაზე დაყვანა, რასაც ჩვენი თანამოქალაქეების საშინაო დავალება ჰქვია, თითქმის ერთი წელი სრულდება. ეს არის სატრანსპორტო და ურბანული პრობლემების, ავტობუსების პარკების მოწესრიგება, აგრეთვე, ჩვენი თანამოქალაქეების ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ტაქსით კომფორტულად და უსაფრთხოდ იმგზავრონ. ამ მედლის მეორე მხარე არის ის, რომ ამ მძიმე და საპატიო შრომით დაკავებულმა ადამიანებმა ღირსეული ანაზღაურება მიიღონ, იყვნენ რეგულაციის გარკვეულ ჩარჩოებში და დაცულები იყვნენ.

რაც შეეხება თეთრ ფერს, შესწავლილია ფასები და შემიძლია მივუთითო მსურველს, თუ გადაღებვა რა დაჯდება. დანარჩენი არის სპეკულაცია”,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეშვილმა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტაქსის გადაღებვასთან დაკავშირებით თბილისის მერის დღევანდელი განცხადება არის ბოდვა. ამასთან, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ტაქსის მძღოლებისადმი შეთავაზება ემსახურება იმას, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ხმები არ დაკარგოს.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4- კარიანი ავტომობილი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. სანაცვლოდ ტაქსის მძღოლებს მათ მანქანებზე შესაბამისი კომპანიის რეკლამის 2 წლით განთავსება მოუწევთ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო