ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელი აუდიტორის კონკურსში  KPMG-მ გაიმარჯვა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2018–2019 წლების ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი შეარჩია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა, დღეს კონკურსში მონაწილეთა ფინანსური წინადადებები განიხილა და გამარჯვებულად საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „KPMG“ გამოავლინა.

„კომპანიამ აუდიტის ჩასატარებლად ყველაზე კარგი პირობები შემოგვთავაზა. საკონკურსო კომისია გამარჯვებულ კომპანიას პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო სესიაზე წარუდგენს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

21 სექტემბერს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა პარლამენტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. „დიდ ოთხეულს“ - Ernst & Young-ს, PricewaterhouseCoopers-ს, Deloitte Touche - Tohmatsu-სა და KPMG-ს შესთავაზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა