გრიგოლ ვაშაძე -  კონსტიტუციამ მუშაობა მაშინ შეწყვიტა, როდესაც ბოტასების ქურდმა ფარცხალაძემ სარდაფში ჩაიყვანა ლევან ყიფიანი და ათასი უბედურებით ემუქრებოდა

ჩვენთან კონსტიტუციამ მუშაობა მაშინ შეწყვიტა, როდესაც ბოტასების ქურდმა ფარცხალაძემ სარდაფში ჩაიყვანა ქართველი ლეგენდის, დავით ყიფიანის შვილი, ლევან ყიფიანი და მას ათასი უბედურებით ემუქრებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

ვაშაძე მის მხარდამჭერებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა, რომელსაც „ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები მართავენ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ზიანს აყენებს საერთაშორისო ასპარეზზე.

"აქ მოვედი იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება გარდაიცვალა სამი დღის წინ. ამ ხელისუფლების ის ლეგიტიმაცია, რომელიც შენარჩუნებული ჰქონდა, დაიკარგა ბატონი ოქუაშვილის ინტერვიუს შემდეგ და ჩვენ დავდექით ძალიან ცუდი რეალობის წინაშე. საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ის გასულია სამართლებრივი ველიდან, აქ აღარ მოქმედებს კანონმდებლობა, მათ შორის საგადასახადო. დღეს, სამწუხაროდ, ქართველ ხალხს, რომელმაც შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, თავზე აზის მაფიოზური კლანი, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო