გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის “ა”, II მიკრორაიონების, მეტრო “ახმეტელი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ქიზიყის, ნაკადულის, ქაიროს, ჯავახეთის, სამასი არაგველის და ოცხელის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, ალმასიანის, ფიზკულტურის, ბერბუკის, ანდრია აფაქიძის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, პავლე ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, კოსტავას, კანდელაკის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, ბენდელიანის და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მეფე ფარნავაზის გამზირის, ხელაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის, პეტრე ქავთარაძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, შალვა ნუცუბიძის, მეგრელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შალვა ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ასევე, საბურთალოს რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჩხეიძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, ცურტაველის, სოღანლუღის, ხონელის, ხარფუხის და ტაბახმელას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, მანჯგალაძის, გრიგოლ აბაშიძის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბუსელიძე-ტბელის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა