ირაკლი ზარქუა - როგორც სხდომაზე იხილეთ, ბოდავს „ნაციონალური მოძრაობა”, ბოდავს ხაბეიშვილი

როგორც სხდომაზე იხილეთ, ბოდავს “ნაციონალური მოძრაობა”, ბოდავს ხაბეიშვილი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისის მერიის მიმართ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა საარჩევნო აგონიაშია და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

“როგორც სხდომაზე იხილეთ, ბოდავს “ნაციონალური მოძრაობა”, ბოდავს ხაბეიშვილი. მე მესმის მათი, იმიტომ რომ წინასაარჩევნო აგონიაში არიან, ყველაფერში ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ყველაფერი, რაც დედაქალაქში კეთდება, მათ შორის, ტაქსების რეგულაციაზეც, რომელიც არის პირდაპირ წინასაარჩევნო დაპირება და რომელსაც დედაქალაქის მერია და საკრებულო ვასრულებთ, ამასაც გარკვეულწილად, ცდილობენ, რომ ჩირქი მოსცხონ. სინამდვილეში, ტაქსების რეგულაცია სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია. პირველი იყო რეგისტრაცია, მეორე ეს არის 2019 წლის პირველი იანვრიდან ვიზუალიზაცია ანუ თეთრი ფერი. აქ იყო ვნებათაღელვა საზოგადოებაში, კონკრეტულად, ამ სექტორში დასაქმებულთათვის და ჩვენ შევთავაზეთ, გამოენახათ ოპტიმალური საშუალება ორ სუბიექტს შორის. ამ შემთხვევაში მერია შუამავალია ერთი მხრივ ტაქსისტებსა და მეორე მხრივ სარეკლამო კომპანიას შორის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კომპანიის სარეკლამო ბანერებით იქნებიან კონკრეტული ტაქსებები აღჭურვილი”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეშვილმა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტაქსის გადაღებვასთან დაკავშირებით თბილისის მერის დღევანდელი განცხადება არის ბოდვა. ამასთან, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ტაქსის მძღოლებისადმი შეთავაზება ემსახურება იმას, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ხმები არ დაკარგოს.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4- კარიანი ავტომობილი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. სანაცვლოდ ტაქსის მძღოლებს მათ მანქანებზე შესაბამისი კომპანიის რეკლამის 2 წლით განთავსება მოუწევთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა